ქუთაისის მერია: მუნიციპალიტეტი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ეხმარებოდა და ეხმარება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს

ქუთაისის მუნიციპალიტეტი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ეხმარებოდა და ეხმარება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს, – ამის შესახებ ქუთაისის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათი ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ხმამაღლა იქნა გაცხადებული, რომ ქალაქი უკრაინას დაეხმარებოდა იმ საჭიროებების მიხედვით, რასაც ომში მყოფი ქვეყანა ითხოვდა.
“ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, შეგროვდა დიდი რაოდენობის ჰუმანიტარული ტვირთი, შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც ხდებოდა თანხის ჩარიცხვა. შეგროვებული თანხით შეძენილი იქნა ის პირველადი მოთხოვნილების პროდუქცია, რაც რეკომენდებული იყო თავად უკრაინის მხრიდან. უშუალოდ ქუთაისის მერიის მიერ 50 000 ლარი გადაირიცხა აღნიშნულ ანგარიშზე.
ქუთაისიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება გადანაწილდა უკრაინის სხვადასხვა ქალაქში და მათ შორის, ქუთაისის დამეგობრებულ ქალაქებში.
ამ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის მხრიდან იყო თხოვნა გენერატორებით დახმარებისა, ქუთაისის მერია შეიძენს გენერატორს, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიგზავნება დამეგობრებულ ქალაქ დნიპროში.
ქუთაისში ამჟამად ცხოვრობს უკრაინიდან ჩამოსული 400-მდე უკრაინელი, მათ შორის დამეგობრებული ქალაქებიდანაც. უკრაინის მოქალაქეებს ქალაქის მერია არაერთხელ დაეხმარა სხვადასხვა ფორმით, მათ გადაეცათ ულიმიტო სამგზავრო ბარათები. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საახალწლო ნობათები პირადად გადასცა უკრაინელ ბავშვებს.
ადგილობრივი ხელისუფლებაა მზადაა , შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავ დაეხმაროს ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები