სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ახმეტაშიც დაიწყო
ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, დღეს შეხვედრები აწყურში და ზემო ხოდაშენში გაიმართა.
“საკონსულტაციო შეხვედრებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივებმა საპროექტო წინადადებები წარმოადგინეს და შემდეგი პრიორიტეტებიც შეარჩიეს.
სოფელი აწყური – სანიაღვრე არხების მოწყობა; სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია; შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;
სოფელი ზემო ხოდაშენი – სასმელი წყლის შიდა ქსელის და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.
მოსახლეობასთან კონსულტაციები ყველა სოფელში გაიმართება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.