საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ პოლიციელს ოთარ ღვინაშვილს სოფელ პატარა ჩაილურში გადაასვენებენ და იქ დაკრძალავენ.
ზაქრო მათიაშვილს სოფელ გაღმა უბანში დაასაფლავებენ, დათო ნასრაძეს – საგარეჯოში, ნოდო რჩეულიშვილს თბილისში დაკრძალავენ, ზაზა ჩიხლაძეს კი სოფელ ჩაილურში ხუთშაბათს გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, 20 იანვარს საგარეჯოში საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა, ამდენივე დაშავდა. სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე თავდამსხმელმაც, ყოფილმა სამხედრომ ნოდარ ათუაშვილმა.