მეზობლის თქმით, საგარეჯოში შეიარაღებული თავდამსხმელი ყოფილ ცოლზე სისტემატურად ძალადობდა

მეზობლების თქმით, საგარეჯოში თავდამსხმელი ნოდარ ათუაშვილი ყოფილ ცოლზეც სისტემატურად ძალადობდა.
როგორც ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, ეჭვიანობის ნიადაგზე, ქალს ხშირად სცემდა.
ის ვარაუდობს, რომ ნოდარ ათუაშვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
“რაც იცხოვრეს ერთად სულ ცემაში და ბეგვაში ჰყავდა. ერთხელ უდაბნოს გზაზეც მიატოვა თურმე ნაცემი გოგო. ეგ ომებში ნატარები ბიჭი რომ იყო, ეტყობა ვერ იყო კარგად. ხან ცოლს სცემდა, ხან გააგდებდა, ხან შეირიგებდა. მოუვლიდა ხოლმე რაღაც და ეჭვიანობდა, იმ გოგოსგან როგორც ვიცი.
2 კვირის წინ მოსულა და გაუგდია ეს გოგო, ცოლი სახლიდან – ჩემი ბინაა და წადი აქედანო” , – ამბობს მეზობელი.

შეგახსენებთ, წუხელ გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაღუპულები არიან – დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, შაქრო მათიაშვილი, ნოდარ რჩეულიშვილი და ოთარ ღვინაშვილი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები