ცოტა ხნის წინ სროლა იყო ქობულეთში – არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საზოგადოებრივი ცენტრის შენობა დაზიანდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლას წინ ჩხუბი უძღოდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.