ექიმი: სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კრიტიკული

საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” ექიმის განცხადებით, მათთან სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 6 პაციენტი შეიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი პაციენტი თბილისში გადაიყვანეს, მეორის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

“ექვსი ავადმყოფი იქნა ცეცხლსასროლი ჭრილობით შემოყვანილი კლინიკაში, მათ შორის ერთი არის გარდაცვლილი. 5-ის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმეა, 4-ს გაეწია ჭრილობების შესაბამისი ქირურგიული დამუშავება, ერთ პაციენტთან ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა. ერთი პაციენტი მსუბუქი ტრავმით გადაყვანილია თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში. სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურადაა, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით კრიტიკულადაა, რომელსაც უგრძელდება ოპერაციული მკურნალობა ამ ეტაპისთვის”, – ამბობს ექიმი.

ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები