რუხის რესპუბლიკურ კლინიკაში ურეთეროცისტოგრაფიის ჩატარება უკვე შესაძლებელია

ზუგდიდში, საოკუპაციო ზოლთან მდებარე რუხის კლინიკაში უკვე შესაძლებელია  ურეთეროცისტოგრაფიიის  ჩატარება.
როგორც “კვირას” კლინიკის რადიოლოგმა ომარ ღურწკაიამ განუცხადა, პროცედურა 2021 წლის (General MM) რენტგენის აპარატით ტარდება და სრულად უმტკივნეულოა.

რუხის კლინიკაში ურეთეროცისტოგრაფია არ კეთდებოდა და ახლა პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ამ მომსახურებითაც ისარგებლონ. ეს არის ძალიან დიდი ინფორმაციული კვლევა. უმტკივნეულო პროცედურაა და ის დაახლოებით 30 წუთიდან 60 წუთამდე გრძელდება. უროლოგები ხშირად ნიშნავენ პაციენტებთან აღნიშნულ გამოკვლევას უროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისთვის.
ძირითადად გამოკვლევა ინიშნება, მაშინ, როდესაც პაციენტს აქვს გაძნელებული შარდვა, შარდვის დროს წვა და ასევე, როდესაც შრდის ბუშტის სხვადასხვა დაავადებაზეა ეჭვი. ხშირად ეს გამოკვლევა საჭირო ხდება 40 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის.

კლინიკაში გვაქვს 2021 წლის (General MM) რენტგენის აპარატი, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის კვლევებს აკეთებს და მრავალფუნქციურია.

უშუალოდ პროცედურა რენტგენის აპარატის ქვეშ კეთდება, უროლოგს პაციენტის ორგანიზმში შეჰყავს კონტრასტი Ureter H, რის საფუძველზეც შემდგომ ხდება უკვე კვლევის ჩატარება.

(General MM) რენტგენის აპარატი

რუხის კლინიკაში ასევე ტარდება ექსკრეტორული უროგრაფია, რომელიც ასევე აღნიშნული აპარატით კეთდება და ეს გამოკვლევა ინიშნება შარდკენჭოვანი დაბადების და შარდის ბუშტის ატონიის დროს. რაც შეეხება უშუალოდ პროცედურას, ანალოგიურია რაც ურეთეროცისტოგრაფიის შემთხვევაში და ისიც უმტკივნეულოა”, – განაცხადა ომარ ღურწკაიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები