მარტვილში, კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რებილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ დღვანაში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად დაათვალიერა.

“პროექტის ფარგლებში დაიგება 1 340 მ ცემენტ-ბეტონის საფარი. ასევე გათვალისწინებულია წყალსაწრეტი მილების, ბეტონის არხების, ცხაურების და გაბიონების მოწყობა.

აღნიშნული გზა ავარიული იყო და გადაადგილების დროს პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივებს. პროექტის დასრულების შემდეგ გადაადგილება იქნება უსაფრთხო და კომფორტული.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები