ლადო ხინჩეგაშვილი გორის სოფლებში მოსახლეობას ხვდება

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სოფლებში მოსახლეობას ხვდება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დაიწყო.

“შეხვედრებზე განსახორციელებელ პროექტებს სოფლის მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით შეარჩევს.

პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში გაიმართება.

პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

შერჩევის პროცესი გორის მუნიციპალიტეტში თებერვალში დასრულდება”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები