ლანჩხუთის მერი: მიყენებულ ზარალს მერიაში შექმნილი შესაბამისი კომისია ითვლის

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა. წაქცეულია 50-მდე ხე.
დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და ბუნებრივი გაზის მილები.
ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დილიდან შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.
“უკვე მეორე დღეა ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მიყენებულ ზარალს მერიაში შექმნილი შესაბამისი კომისია ითვლის. მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მოვუწოდებ მოსახლეობას, გარდა აუცილებელი შემთხვევისა, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისაგან”, – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები