გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა იგეგმება.
გორის მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
წინადადებების მიღება 14 იანვარს იწყება.
“სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 872 470 ლარია.
პროექტი ითვალისწინებს შიდა ქსელის, ჭაბურღილის, სადაწნეო კოშკის, რეზერვუარის, საქლორატოროს მოწყობასა და ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებას.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელი წყლით 200-მდე ოჯახი ისარგებლებს.
სოფელს სასმელი წყლის სისტემა დღემდე არ ჰქონია. ადგილობრივების ნაწილი წყალს სოფელში არსებული ბუნებრივი წყაროებიდან ეზიდებოდა, ნაწილი კი ინდივიდუალური ჭებით სარგებლობდა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება”, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები