სტიქია ქუთაისში – მოგლეჯილმა ხემ საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა

ქუთაისში, ცხინვალის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა ცოტა ხნის წინ ხე მოგლიჯა და საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. შედეგად დაზიანდა შენობის სახურავი.

მომხდარის შედეგად ქუჩაზე პერიმეტრი ჩაიხერგა, რის გამოც დროებით შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობაც.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

იმერეთში მეორე დღეა ძლიერი ქარის გამო სტიქიას ებრძვიან. მოსახლეობის ნაწილი გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქალაქის მერის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები სტიქიით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები