ფოთის მერი: მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სტიქიის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის განთავისუფლება და უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება
ფოთში მთელი ღამის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბანში, მიმდინარეობდა სტიქიის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის განთავისუფლება და უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება. ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება მყისიერი რეაგირება.
ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია ქალაქის დიდი ნაწილს. შექმნილია ზარალის შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც შესაბამისად აღწერს მიყენებულ ზარალს.
,,შექმნილია სამუშაო ჯგუფები მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აგრძელებენ მუშაობას. მოსახლეობას შეუძლია ცხელ ხაზზე დარეკოს, ან თავიანთ უბანში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ. გრძელდება სამუშაოები ელექტროენერგიის აღსადგენად. ხშირია ხეების მოგლეჯის შემთხვევა, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს, გადაადგილებას მოერიდონ. მადლობა ყველა შესაბამისი უწყების თანამშრომელს, ვინც შეუჩერებლად აგრძელებს მუშაობას.
“-განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ძლიერი ქარის გამო გამოწვეული სხვადასხვა სახის საფრთხის ან დაზიანების შემთხვევაში დარეკეთ ფოთის მერიის ცხელ ხაზზე:
0(493) 22 12 95 ( სამუშაო საათები: 09:00სთ- 18:00სთ)
ან დროის ნებისმიერ მონაკვეთში დაუკავშირდით მერის წარმომადგენლებს:
ცენტრის უბანი -579 75 20 17;
მალთაყვის უბანი- 555 57 14 38;
კუნძულის უბანი – 551 41 11 02;
ნაბადის უბანი- 599 25 41 21.