დაზიანებულია 69 სახლის სახურავი, კომუნიკაციები, ავტომობილები – იმერეთში სტიქიის შედეგად მიღებულ ზარალს ითვლიან

იმერეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან – ძლიერი ქარის შედეგად 69 სახლის სახურავია დაზიანებული, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი.

სტიქიის შედეგად დაზიანდა კომუნიკაციებიც – ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა აბონენტების ნაწილს. ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება წყალი, სოფლებში დაზიანდა სასათბურე მეურნეობები.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები