ფოთის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. მერიის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს ქალაქში სტიქიით გამოწვეული მდგომარეობა და არსებული და გასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს.
“ძლიერი ქარისგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახურები.
ქარის მიერ მიყენებულ ზიანს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია ითვლის.
ქალაქში მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობს სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელი სამუშაოები.
ძლიერი ქარის გამო გამოწვეული სხვადასხვა სახის საფრთხის ან დაზიანების შემთხვევაში დარეკეთ ფოთის მერიის ცხელ ხაზზე 0493 22 12 95 ( სამუშაო საათები: 09:00სთ- 18:00სთ)
ან დროის ნებისმიერ მონაკვეთში დაუკავშირდით მერის წარმომადგენლებს:
ცენტრის უბანი -579 75 20 17;
მალთაყვის უბანი- 555 57 14 38;
კუნძულის უბანი – 551 41 11 02;
ნაბადის უბანი- 599 25 41 21.
ფოთის მერია მოგიწოდებთ, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავოთ ღია სივრცეში გადაადგილებისგან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.