ფოთის მერია: ძლიერი ქარის გამო, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან

ძლიერი ქარის გამო მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, ფოთის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას გარეთ გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

შესაბამისი განცხადება მათ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნეს:

“ფოთში ძლიერი ქარის და სტიქიის შედეგად ქალაქში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ავტომანქანები, მოგლეჯილია ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მრავლობითი მოტეხილობები მიიღო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, რომელიც მკურნალობას გადის საავადმყოფოში.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობს ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები.
მოქალაქეებს შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში დარეკოთ მერიის ცხელი ხაზის ნომერზე: 0493 22 12 95
ან დაუკავშირდით მერის წარმომადგენლებს:
ცენტრის უბანი -579 75 20 17;
მალთაყვის უბანი- 555 57 14 38;
კუნძულის უბანი – 551 41 11 02;
ნაბადის უბანი- 599 25 41 21.
ფოთის მერია მოგიწოდებთ, გარდა აუცელებელი შემთხვევისა, თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები