ზუგდიდში სახლი დაიწვა – დაზარალებულ ოჯახს მერია დაეხმარება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში, გვილიების მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

ვითარებას ადგილზე გაეცნო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა.

მისი განცხადებით, დაზარალებულ ოჯახს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევს, ბინის ქირით უზრუნველყოფს და სამასალე მორების მიღებაზე შუამდგომლობას გაუწევს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები