გორში საახალწლო ღონისძიებები 14 იანვრამდე გაგრძელდება
გორის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გორის მერია პროექტის „ბედნიერი ახალი წელი” ფარგლებში, პატარებს ახალ წელს ულოცავს.
“თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები ბავშვების განწყობაზე ზრუნავენ.
საახალწლო განწყობის შესაქმნელად და ტკბილეულის დასარიგებლად სპეციალურად მორთული მანქანით, ზღაპრის გმირები უფლისციხესა და ქვახვრელში იმყოფებოდნენ.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სადღესასწაულო ცენტრ „დისნეის” თანადაფინანსებით 60-მდე სოფელში ხორციელდება.
თოვლის ბაბუამ და ზღაპრის გმირებმა ახალი წლის მილოცვა სოფლებში 23 დეკემბერს დაიწყეს და პროექტი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში 14 იანვარს დასრულდება”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.