შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ბსუ-ს სტუდენტებს “სარფის” საბაჟოზე ინფოტური ჩაუტარეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონას და “სარფის” საბაჟო გამშვებ პუნქტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამინისტრო ავრცელებს.

“უწყების თანამშრომლებმა სტუდენტებს საბაჟო გამშვები პუნქტი და გაფორმების ეკონომიკური ზონა დაათვალიერებინეს და ტვირთების გაფორმების/კონტროლის ასევე დეკლარაციების რეგისტრაციის პროცედურები ადგილზე გააცნეს.

შემოსავლების სამსახური სტუდენტებისთვის, როგორც მომავალი გადასახადის გადამხდელებისთვის შემეცნებითი ხასიათის პროგრამებს ყოველწლიურად ახორციელებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები