ხულოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

ხულოში მეორე დღეა ინტენსიურად თოვს. მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის საფარმა 70 სანტიმეტრს გადააჭარბა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ ბერიძის განცხადებით, გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს.

“ადმინისტრაციულ ცენტრებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილია და გადაადგილება შესაძლებელია. შიდა საუბნო გზების გაწმენდა დილიდან დაიწყო”, – აღნიშნა ბერიძემ.

ენერგო პრო ჯორჯია ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ბექა რომანაძის განცხადებით, სპეციალური ჯგუფები დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

“ენერგო პრო ჯორჯიას” ჯგუფები დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ძირითადად, ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონების სოფლებში გვაქვს ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდება. ვიმედოვნებთ, დღის ბოლოსთვის ყველა მიმართულებით ჩავრთავთ ელექტროენერგიას”,- აღნიშნა რომანაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები