იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციითვე, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია დანაშაულის იარაღი, რომელიც გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნის.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს.