გორში მიუსაფარი ძაღლებისთვის 17 ლოკაციაზე სახლები განთავსდა

გორში, მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები დაიდგა და ცხოველები ზამთრის სუსხიან დღეებს თბილ ბუნაგში გაატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მიუსაფარი ძაღლების სახლები ამ ეტაპზე ქალაქის 17 ლოკაციაზე განთავსდა.

“მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებაზე გორის მერია შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოსთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან გრძელვადიან სტრატეგიაზე, რათა ჰუმანური გზებით მოხდეს მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის შემცირება”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები