გორის მუნიციპალიტეტის მერმა მრავალშვილიან ოჯახებს ახალი წელი მიულოცა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა მრავალშვილიან ოჯახებს ახალი წელი მიულოცა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ვარიანის მეურნეობაში და სოფელ შინდისში მცხოვრებ თათრიშვილებისა და ფაცინაშვილების ოთხშვილიან ოჯახებს საახალწლო ნობათები გადასცა.
ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერია სურსათის პაკეტებს 300-მდე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს გადასცემს.
კვების პროდუქტების შესაძენად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.