ლანჩხუთის მერმა მოსახლეობას 2022 წლის ანგარიში წარუდგინა
ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მოსახლეობას 2022 წლის ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, მერმა განსაკუთრებული ყურადღება იმ მიმართულებებზე გაამახვილა, რომელიც ლანჩხუთელებისთვისაა პრიორიტეტული, ესენია – ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;
ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია; კულტურის, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები; განათლება; დასუფთავება და გარემოს დაცვა;
“‘რაც შეეხება ბიუჯეტს, როგორც ალექსანდრე სარიშვილმა აღნიშნა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის დასაწყისში მთავარი საფინანსო დოკუმენტი 13 434 800 ლარით იყო წარმოდგენილი. ამ დროისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 32 720 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე წლის ბიუჯეტში 25 704 629 ლარია მობილიზებული, რაც გეგმის 87,7%-ს შეადგენს. მათ შორის, შემოსავლები 14 719 687 ლარია, რაც გეგმის 99,8%-ია. აქედან დამატებითი ღირებულების გადასახადი 10 412 827 ლარია, რაც გეგმით გათვალისწინებულის 100,5 %-ს შეადგენს. რაც შეეხება ქონების გადასახადს, 1 347 148 ლარია, რაც გეგმის 113,7 %-ია.
2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გრანტის სახით მიღებულია 10 984 941 ლარი, მათ შორის, მიზნობრივი ტრანსფერი 957 665 ლარი, სპეცტრანსფერი -594 842 ლარის ოდენობით.
ლანჩხუთის მერმა ასევე ისაუბრა სოციალურ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც წლის განმავლობაში წარმატებით განხორციელდა.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მერის მოადგილეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.