მცხეთის მერმა სოციალურად შეჭირვებულებსა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საახალწლო ნობათი გადასცა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილე გიორგი ბაჯაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად წილკნის ბავშვთა სახლსა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში სოციალურად დაუცველებს ესტუმრა.
მერიის ცნობით, დიმიტრი ზურაბიშვილმა მათ სასურსათო ნობათები გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
მცხეთის მერის ინიციატივით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1800 ოჯახს საახალწლოდ სასურსათო პაკეტები უკვე მეორე დღეა ურიგდებათ.
აღნიშნულ დახმარებას იღებენ უკიდურესად შეჭირვებული, მრავალშვილიანი, მარტოხელა, მოხუცთა თავშესაფრის, უფასო სასადილოს და დღის ცენტრების „იალონი“, „მომავლის რწმენა“, წილკნის და გალავანის მცირე საოჯახო, წეროვნის დღის ცენტრის ბენეფიციარები, უსინათლოები და ვეტერანები. თითოეული პაკეტი 14 დასახელების პროდუქტისგან შედგება.