გოგი მეშველიანი პრეზენტაციას – „სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“ დაესწრო

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად ორგანიზაციის „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა” პროექტის „სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“ – პრეზენტაციას დაესწრო.

„ჩვენთვის ახალგაზრდების აზრი, მათი განვითარება და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მიზნით შევქმენით სოფლად სათემო ცენტრები. მოხარული ვარ, რომ აღნიშნული პროექტი შესაძლებლობას მოგვცემს კიდევ უფრო განვავითაროთ თითოეული ცენტრი. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო , არასამთავრობო ორგანიზაციას „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა“ პროექტის განხორციელებისთვის და სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერისთვის.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა

პროექტის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდით სათემო ცენტრების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის მსვლელობისას მოვახდენთ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, მათთვის ისეთი კომპეტენციების გაღვივებას, როგორიცაა – ანალიტიკური კომპეტენცია, დამოუკიდებლად სწავლის კომპეტენცია, შემოქმედებითობისა და კრიტიკული აზროვნების კომპეტენცია, გარემოსდაცვითი კომპეტენცია.
პროექტი განხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის 5 სათემო ცენტრში (ნახიდურში, ტალავერში, ქვემო ბოლნისში, დარბაზსა და დაბა კაზრეთში)
პროექტის ფარგლებში თითოეულ სათემო ცენტრში შევარჩევთ 14-29 წლის 20 მონაწილეს – ჯამში 100 ახალგაზრდას, რომელთაც ჩაუტარდებათ ტრენინგები.
ტრენინგების თემატიკა:
• ლიდერობა – ეფექტური კომუნიკაცია;
• ახალგაზრდობა/ახალგაზრდული საქმიანობა/მოხალისეობა და ახალგაზრდული პოლიტიკა;
• ადამიანის უფლებები/ სახელმწიფო ინსტიტუციები/თვითმმართველობის როლი და ფუნქცია;
• პროექტის წერა/მართვა/ ფონდრაიზინგი;
• მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
თითოეულ შეხვედრას წარუძღვება კვალიფიციური ტრენერი და ასევე თარგმნის თარჯიმანი.

პროექტის ფარგლებში აბიტურიენტებისათვის შევქმნით საკონსულტაციო პროგრამას, მათ დავეხმარებით და მივაწვდით ინფორმაციას სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებულ უფასო ფაკულტეტებზე, ავუხსნით პროგრამა 1+4 დადებით და უარყოფით მხარეებს.
პროექტის განმავლობაში 5 სათემო ცენტრში 5 თვის განმავლობაში განხორციელდება არაფორმალური განათლების ხელშემწყობ ღონისძიებებს – დისკუსიებს, შეხვედრებს, სემინარებს, ტრენინგებს, ფილმის ჩვენება – განხილვას, გარემოსდაცვით აქციებს, ინტეგრაციის ხელშემწყობ აქტივობებს, ლიტერატურულ ღონისძიებებს, კულტურულ – შემეცნებით – გასართობ ღონისძიებებს, გასვლით ღონისძიებებს.

პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა” სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები