ახალციხეში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო კონცერტი გაიმართა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალციხელებს და ღონისძიების სტუმრებს წინასაახალწლო განწყობა ნათია დუმბაძემ, მასტერმა და DJ ალექსანდრე ლორთქიფანიძემ შეუქმნეს.
“საახალწლო კონცერტები ცენტრალურ პარკში, 30 დეკემბერს, 4 იანვარს და 7 იანვარს გაიმართება.
მაყურებლის წინაშე 30 დეკემბერს პაატა გულიაშვილი, ლაშა რამიშვილი და თაკო ვადაჭკორია წარდგებიან, 4 იანვარს ახალგაზრდები გვანცა კუპატაძის და ბენდი „monkey magic“-ის კონცერტზე გაერთობიან, ხოლო 7 იანვარს „ნიკოლშოუს“ კონცერტია დაგეგმილი. ღონისძიებები 16:00 საათზე დაიწყება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!” – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები