დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად ქალაქ ბოლნისში მოქმედ სათნოების სახლს ესტუმრა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

დავით შერაზადიშვილმა და ბუბა გობეჯიშვილმა ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალ წელი მიულოცეს და მათ ტკბილეული გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტმა საახალწლო ნობათები მოწყვლადი კატეგორიის 162 ოჯახს უკვე გადასცა. მათ შორის ნობათები შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ხანდაზმულებმაც მიიღეს.

“სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ. ჩვენი საზოგადოების ყველაზე პატივსაცემ წარმომადგენლებს მსურს, ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ჩვენ მოწყვლადი კატეგორიის ხანდაზმულების საჭიროების გათვალისწინებით არაერთი სოციალური პროგრამა გვაქვს შემუშავებული, ვცდილობთ, ჩვენს ხანდაზმულებს ყველა საჭირო სერვისი სწრაფად მივაწოდოთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ბენეფიციარების კომფორტული საცხოვრებელი სივრცის შესაქმნელად წელს სათნოების სახლს დაემატა 6 ოთახი, კეთილმოეწყო ეზო და რეაბილიტირდა სახლის ფასადი”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები