ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ხანდაზმულებს დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცა

გორში ხანდაზმულებისთვის საახალწლო ვახშამი გაიმართა.

გორის მერიის ინფორმაციით, ვახშამს სხვადასხვა ორგანიზაციის ბენეფიციარები და სოციალურად შეჭირვებული 100-მდე მოხუცი ესწრებოდა.

“ღონისძიება 18 დეკემბერს ნიკოლოზ რაჭველისა და გორის გოგონათა გუნდის მიერ გამართული საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხით გაიმართა.

ხანდაზმულებს საღამო გორელმა ახალგაზრდებმა მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით გაულამაზეს.

ვახშამზე მოხუცებმა საკუთარი რეპერტუარიც წარმოადგინეს.

ხანდაზმულებს დამდეგი შობა – ახალი წელი გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და საკრებულოს ხელმძღვანელმა დავით რაზმაძემ მიულოცეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის საქველმოქმედო აქციაში ჩართულ ყველა მონაწილეს”, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები