საგარეჯოში “ქალთა ოთახის” მენეჯერმა წლიური ანგარიში წარადგინა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი, “ქალთა ოთახის” მენეჯერი თამარ ურდულაშვილი ანგარიშით წარდგა საზოგადოების წინაშე.
საგარეჯოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებას გააცნო” ქალთა ოთახისა “და გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.
“გაიმართა დასკვნითი ღონისძიება: “ქვა თაროზე! არა ძალადობას!” პანელური დისკუსიის ფორმატში. ღონისძიებას ესწრებოდნენ.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი, მერის მოადგილე,გიორგი ლალიაშვილი, გენდერული საბჭოს წევრები ლელა ფანოზიშვილი, მაკა ეპიტაშვილი და თამარ ყორღანაშვილი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის საპატიო მედლითა და სიგელით დაჯილდოვდნენ:
ევგენი ნიკოლაშვილი.
ილია ჭიაურელი,
ბესიკ ღვინაშვილი,
ლექსო შათირიშვილი
ნუგზარ ჩალათაშვილი
ნინო ბურდიაშვილი
ლია შენგელიძე
ლელა ფანოზიშვილი
ნატალია კურდღელაშვილი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირს, “ქალთა ოთახის მენეჯერს” თამარ ურდულაშვილს და საბჭოს ყველა წევრს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.