ავთანდილ თალაკვაძე: თანამოქალაქეებზე ზრუნვა და მათთან უშუალო კომუნიკაცია ჩვენთვის ყოველთვის იქნება პრიორიტეტი
დღეს, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილეებთან ნათია გოლიაძესა და ნიკა ბოლქვაძესთან ერთად მერიაში მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
„საქმიანი და დატვირთული წელი იყო, ბევრი რამ განვაახლეთ და ავაშენეთ, ბიუჯეტი გავზარდეთ და მაქსიმალურად ბევრ ოჯახს დავეხმარეთ. შედეგად, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ახალ, 2023 წელს უკეთეს გარემოში ხვდება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კიდევ ბევრი ადამიანი ელოდება ჩვენგან ქმედით დახმარებას, პრობლემების გადაჭრას და ახალ ინიციატივებს.
თანამოქალაქეებზე ზრუნვა და მათთან უშუალო კომუნიკაცია ჩვენთვის ყოველთვის იქნება პრიორიტეტი. დღესაც, სამუშაო საათები მოქალაქეებთან შეხვედრებს დავუთმეთ და მათ დამდეგი შობა – ახალი წელი მივულოცეთ”- აღნიშნა, მერმა.