სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ 300 ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს საახალწლო ნობათი დაურიგეს.
საახალწლო ნობათები, მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოჯახებს პირადად მიუტანა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
“ჩვენი პრიორიტეტი იმ ფენაზე ზრუნვაა, რომელიც სოციალურ პრობლემებს ებრძვის. არამარტო გასართობი ღონისძიებებით შემოვიფარგლებით. ვცდილობთ, გავულამაზოთ თითოეულ მათგანს ახალი წლის შემობრძანება.მერიის სოციალური პაკეტი მომავალშიც იქნება მიზნობრივ ფენებზე მორგებული. ვულოცავ ყველას, ჯანმრთელობას და ბარაქას ვუსურვებ თითოეულ ოჯახს”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.
საახალწლო ნობათი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 300-მა ოჯახმა მიიღო.