ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღების 8000-მდე აღსაზრდელი საახალწლო ნობათს მიიღებს
ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო ტკბილეულის ნობათები ურიგდებათ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრადიციული სასაჩუქრე ნაკრები ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ ყველა აღსაზრდელისთვის შეიძინა.
საჩუქარს 8000-მდე ბავშვი მიიღებს.
საახალწლო ნობათები ქუთაისის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ნობათებს საახალწლო ღონისძიებებზე გადასცემენ.