დაბა კაზრეთში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, დაბა კაზრეთში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, დაბის ცენტრში, ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

კაზრეთელების სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე საესტრადო ანსამბლმა „იმედი“ და ბენდმა „მედიატორი“ იზრუნა.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტი მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან ერთად დაესწრო. სადღესასწაულო დღე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები