ფოთის საბავშვო ბაღების 1492 აღსაზრდელი საახალწლო საჩუქრებს მიიღებს
ფოთში, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელებისთვის, საახალწლო საჩუქრების გადაცემა მიმდინარეობს.
სადღესასწაულო ტკბილეულს საბავშვო ბაღების 1492 პატარა მიიღებს.
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე მე-16 საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმს დაესწრო და აღსაზრდელებს ახალი წლის დღესასწაული პირადად მიულოცა.
სადღესასწაულო საჩუქრების დარიგების პროცესი 27 დეკემბერს დაიწყო და არდადეგების დაწყებამდე დასრულდება.