ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 500 ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 500 ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, სადღესასწაულო კალათები მე–2 მსოფლიო ომის მონაწილეებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, მარტოხელა მშობლებს, მრავალშვილიან ოჯახებს, 100 წელს გადაცილებულ პირებს, მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს გადაეცათ.
“კალათები 15 სხვადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს და მისი საერთო ღირებულება 45890 ლარია.
საახალწლო ნობათის დარიგების პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ნინო ვიბლიანთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
მერიის სადღესასწაულო ნობათთან ერთად, მრავალშვილიან ოჯახებს ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა ტკბილეულის კალათა გადასცა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.