ავთანდილ გულიკაშვილის ინიციატივით, საგარეჯოში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადაეცა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის ინიციატივით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ყველა აღსაზრდელს საახალწლო საჩუქრები გადაეცა. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ავთანდილ გულიკაშვილი, მოადგილე გიორგი ლალიაშვილთან ერთად ბაღებს ესტუმრა, საახალწლო ღონისძიებებს დაესწრო, პედაგოგებსა და აღსაზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ბავშვებს ტკბილეული თავად გადასცა.

“ჩემი მიზანია, რომ სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი წარიმართოს კომფორტულ და შესაბამის გარემოში, ამისათვის მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და აქვე მინდა გამცნოთ სასიხარულო ინფორმაცია, რომ ყოველი ახალი წლიდან ყველა ბაღს ახალი – თემატური სათამაშოების კოლექციები შეემატება. ბავშვის გონებრივი განვითარებისა და შემეცნებითი აქტივობებისთვის აუცილებელია სათამაშოების მუდმივი განახლება, ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ და ახალი სემესტრიდან, სასწავლო პროცესს აღსაზრდელები ახალ გარემოში გააგრძელებენ”, – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები