გივი მოდებაძემ საზოგადოებას ჭიათურის მერიის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ დღეს საზოგადოებას 2022 წლის ანგარიში წარადგინა.
მან დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა.

მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, 2022 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტს წარმოადგენდა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სკოლისა და სკოლამდელი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება, კულტურული ცხოვრების და სპორტის განვითარება.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 24 500 000 ლარს, ხოლო დღეის მდგომარეობით ცვლილებების შედეგად ბიუჯეტი შეადგენს 43 749 000 ლარს, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია 3 547 000 ლარით.

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ჭიათურაში 3 მილიონ 200 000 ლარი დაიხარჯა. განხორციელებული პროექტები მოიცავდა:
1. კულტურის სახლის ტერიტორიაზე სკეიტბორდის სავარჯიშო მოედნის და სკვერის მოწყობას;
2. თხელიძის ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაციას;
3. წერეთლის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციას;
4. ქორწინების სახლის ფასადის რეაბილიტაციას;
5. ყოფილი კინოს სახლის წინ არსებული ტერიტორიის მოწყობას;
6. წერეთლის და 9 აპრილის ქუჩებზე 5 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადების რეაბილიტაციას;

,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში, 4 უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა, რომელთა ღირებულებამ ჯამში 3 100 000 ლარი შეადგინა, კერძოდ
1. რეაბილიტაცია ჩაუტარდა კაცხის სვეტთან მისასვლელ საავტომობილო გზას (პროექტის მიხედვით ასფალტბეტონის საფარი მოეწყო ცენტრალური საავტომობილო გზიდან კაცხის სვეტამდე. გზის სრული მონაკვეთი დაიხაზა და გაკეთდა საპარკინგე სივრცეები ავტომობილებისთვის).
2. თანამედროვე იერსახე შევძინეთ „გედების ტბას.“ (ტბა მოეწყო 900 კვადრატულ მეტრზე. განხორციელდა გედებისთვის განკუთვნილი აუზის, ვოლიერის, დეკორატიული ლითონის ხიდებისა და მოაჯირის, საფეხმავლო ბილიკების, დეკორატიული სკამების, გაზონების, ფანჩატურის, დამხმარე შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები. დამონტაჟდა გარე განათება).
3. „საშევარდნოს კლდეზე“ ქალაქზე გადმოსახედი სივრცე მოეწყო. (პროექტით გათვალისწინებულია: საფეხმავლო ბილიკების, გაზონების, გამწვანების, გარე განათების, ძელსკამების, მოაჯირების, საპარკინგე სივრცისა და სველი წერტილების მოწყობა).
4. რეკრეაციული ზონისა და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე უკვე მოეწყო ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, ასევე მიმდინარეობს – გაზონების, გამწვანების, ძელსკამების, ფანჩატურების, საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და საპარკინგე სივრცის მოწყობა.

ჭიათურაში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა უწყვეტ რეჟიმში. განხორციელდა 60-მდე პროექტი და ჯამში დაახლოებით 20 კილომეტრამდე მონაკვეთზე მოეწყო ასფალტისა და ასფალტბეტონის გზის საფარი, რომელთა ღირებულებამ შეადგინა 10 მილიონ ლარამდე.

“ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს მოვუგვაროთ გზის პრობლემა. პარალელურად, მიმდინარეობს გზის რთული მონაკვეთების შესწავლა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები სამომავლოდაც განხორციელდება“, – აღნიშნა მერმა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 60-ვე სოფელში განხორციელდა სხვადასხვა სახის 72 ინფრასტრუქტურული პროექტი. სულ ამ მიმართულებით დაიხარჯა 1 200 000 ლარი, ხოლო სტიქიის ფონდიდან გამოყოფილი იქნა 850 000 ლარი და ამ მიმართულებით დაფინანსდა 54 პროექტი.

მიმდინარე წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტში 4 ახალი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო საბავშვო ბაღი გაიხსნა. პროექტების ღირებულება ჯამში 1 600 000 ლარამდე განისაზღვრა.

მიმდინარე წელს ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის მე-5 საჯარო და სახვითი ხელოვნების სკოლებს. რეაბილიტაციის მიზნით 400 000-მდე ლარამდე იქნა გამოყოფილი.

მუნიციპალიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, მუნიციპალიტეტში რაც შეიძლება მეტი სპორტული სივრცე შეიქმნას და მომავალი თაობა სპორტით დაკავდეს. სწორედ ამ მიზნით მოხდა ახალი სპორტული მოედნების მშენებლობა და ასევე არსებულის აღდგენა-განახლება. განხორციელდა 10 სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ამ მიზნით დაიხარჯა დაახლოებით მილიონ ლარამდე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სხვადასხვა სახის 19 სოციალურ პროგრამას. კერძოდ:

✔ სამკურნალო საოპერაციო ხარჯების თანადაფინანსება,
✔ ჰემოდიალიზსა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა ფინანსური დახმარება.
✔ შშმ პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
✔ შშმ პირთა კომუნალური ხარჯით ფინანსური დახმარება,
✔ სიცოცხლისათვის საშიში და იშვიათი დაავადების მქონე პირთა ფინანსური დახმარება.
✔ ხანდაზმულთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
✔ ახალშობილთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
✔ მრავალშვილიანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
✔ ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
✔ სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებულთა ფინანსური დახმარება.
✔ დევნილთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
✔ ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების ფინანსური დახმარება.
✔ ომის ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
✔ სამამულო ომში მონაწილეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
✔ მარჩენალდაკარგულთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
✔ რადიაქტიური ნივთიერების შედეგად დაზარალებულ პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
✔ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ოჯახთა ფინანსური დახმარება.
✔ უმწეო და მიუსაფარ ადამიანთა უფასო სასადილოს მომსახურება.
✔ გარდაცვლილ ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების ფინანსური დახმარება.
სოციალური მიმართულებით ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა 2 300 000 ლარი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტი მერია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მომავალშიც გეგმას მასშტაბური და ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რომელიც მიმართული იქნება მუნიციპალიტეტის განვითარებისაკენ და ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისაკენ.

“მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ყველა გამოწვევის გადალახვას შევძლებთ.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი შრომით,ერთგულებით და თავდადებით ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას,ქალაქს,საქმეს”, – აღნიშნა გივი მოდებაძემ.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, მერმა ამომწურავი პასუხი გასცა ყველა შეკითხვას.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სამუშაოების ვიდეორგოლის ჩვენება.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, ჭიათურის მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე,მოადგილე დავით ბიწაძე,სამსახურის ხელმძღვანელები, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი,ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის საოპერაციო საქმიანობათა კოორდინატორი ჯემალ ხარაიშვილი და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები