აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირება ბსუ-ს 20-მა სტუდენტმა გაიარა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის” ფარგლებში, სამინისტროსა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ოცმა სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა ანაზღაურებადი ცხრათვიანი სტაჟირება გაიარა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეპროგრამა მიზნად ისახავს,სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

“სტაჟიორებმა შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს, ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და პროფესორ- მასწავლებლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ბოლოს, სტუდენტებს სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები