რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ჭიათურის მე-12 საჯარო სსსმ სკოლის მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

რეგულირების სააგენტოს დირექტორმა, ჭიათურის, მე-12 საჯარო, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ჭიათურის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. ლიკა ჭუმბურიძე მე-12 საჯარო, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. უწყების ხელმძღვანელი საახალწლო ღონისძიებასაც დაესწრო.

ლიკა ჭუმბურიძემ ახალგაზრდული ცენტრი – “ჯეჯილის” აღსაზრდელებიც მოინახულა და ორგანიზაციის საქმიანობას ადგილზე გაეცნო. ცენტრის ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ბავშვები არიან, ორგანიზაციის მიზანი მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები