დმანისში საახალწლო ღონისძიება 26 დეკემბერს გაიმართება
26 დეკემბერს, პრემიერის ინიციატივით დაგეგმილი ღონისძიებები დმანისის მუნიციპალიტეტში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის წინ მდებარე სკვერში გაიმართება. ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, საახალწლო პროგრამა 14:00 საათზე დაიწყება.
• 14:00 – ორკესტრის მსვლელობა
• 14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, საშობაო ორცხობილა, ცხელი შოკოლადი
• 14:00-20:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები
• 15:30-16:00 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
• 16:00-17:00 – მოსიარულე ორკესტრის შოუ ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
• 17:30 – 19:00 – ზუკა ხუციშვილი, ნატო გელაშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები
• 19:00 – საზეიმო ფოიერვერკი