საახალწლოდ მორთული ახალციხე – ფოტოგალერეა
ახალციხეში საახალწლო განათებები და ილუმინაციები უკვე მოწყობილია. როგორ ხვდება ახალ 2023 წელს მუნიციპალიტეტი – ფოტოკოლაჟი.
“25 დეკემბერს, გიწვევთ ახალციხის ცენტრალურ პარკში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით საახალწლო ღონისძიება გაიმართება და საზეიმოდ აინთება ნაძვის ხე.
ღონისძიების პროგრამა:
14:00 – საზეიმო ორკესტრის მსვლელობა
14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი
14:00-19:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები
14:00-18:00 – ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
14:30-17:00 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი
17:00-17:30 – აზოტის შოუ
17:30-18:00 – საბავშვო გასართობი პროგრამა წამყვართან და ზღაპრის გმირებთან ერთად
18:00-18:30 – მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა
18:30 -19:45 – თემურ თათარაშვილი, ანი კეკუა, ზუკა ხუციშვილი, ნატო გელაშვილი, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები
20:00 – საზეიმო ფოიერვერკი” – ნათქვამია ახალციხის მერიის ინფორმაციაში.