პრემიერმინისტრის ინიციატივით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე, რუსთავში “ქართული ხმები” და ჯგუფი “რეგიონი” იმღერებენ

default
რუსთავის საახალწლო სოფელი, სადაც მთავარი ნაძვის ხე 10 იანვარს აინთო, სტუმრებს ყოველ შაბათ- კვირას მასპინძლობს.
მთავარი სადღესასწაულო კონცერტი კი რუსთაველებს შობის წინა დღეს, 6 იანვარს ელოდება.
პრემიერმინისტრის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რუსთაველებისთვის ,,ქართული ხმები” და ჯგუფი “რეგიონი” იმღერებენ.
6 იანვარს, რუსთავის  “საახალწლო სოფელი”, სტუმრებს  საბავშვო გასართობი ღონისძიებებით, ზღაპრის გმირების  მსვლელობით, საშობაო ბაზრობით 15:00 საათიდან უმასპინძლებს.
სადღესასწაულოდ მორთული რუსთავი წელს განსაკუთრებით ლამაზია. საახალწლო ილუმინაციებით
 განათებულია ცენტრალური ქუჩებიც და  შიდასაუბნო  სივრცეებიც.
 დღეს საღამოს  “საახალწლო ზღაპრით” ბავშვებს მშვიდობის სახელობის სკვერი უმასპინძლებს, სადაც საბავშვო სპექტაკლი 18:00 საათზე დაიწყება.
ასევე 18:00 საათიდან ცოცხალი მუსიკით ელოდება სტუმრებს ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილი “საახალწლო სიფელიც”.
დღესვე,  20:00 საათზე,  რუსთავის საახალწლო სცენას ჯაზ ორკესტრი დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები