დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის N1 საჯარო სკოლას დაარსებიდან 80 წლის იუბილე მიულოცა
ბოლნისის N1 საჯარო სკოლამ დაარსებიდან 80 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნა. სკოლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მოადგილე ლონგინოზ გასანოვთან ერთად დაესწრო.
დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს სკოლის იუბილე მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა. ღონისძიებას ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე, სკოლის ყოფილი პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
„ჩემს მშობლიურ სკოლას, ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლას, ვულოცავ 80 წლის იუბილეს. ამ სკოლამ არაერთი თაობა აღზარდა და თითოეული ჩვენგანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა, სწორედ ამიტომ ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელია. პირველსკოლელებს, პედაგოგებს ვულოცავ ამ შესანიშნავ თარიღს და მათ არაერთ წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.