ონის მერიამ საჭიროების მქონე მოქალაქეებს საახალწლოდ სასურსათო ნობათი გადასცა

ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებისთვის წინასაახალწლო სასაჩუქრე ნაკრებების დარიგება დაიწყო, – ამის შესახებ ონის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მერიის ცნობით, ონის მუნიციპალიტეტში ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს მერმა, სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, წინასაახალწლო სასურსათო ნობათი გადასცა.

“აღნიშნული აქცია ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საზოგადოება საქართველოს წითელი ჯვრის ონის ფილიალის ერთობლივი თანამშრომლობით და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ჩართულობით განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კატეგორიაზე ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 5 დაზარალებულ ოჯახებზე გაიცა 17 500 ლარი. მიმდინარე წელს გასაცემმა თანხამ შეადგინა 5 000 ლარამდე, ხოლო მომდევნო წლიდან ხანძრისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება გაიზრდება 5 000 ლარით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები