საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებებია დაგეგმილი. გთავაზობთ ფოტოკოლაჟს, თუ როგორ გამოიყურება სადღესასწაულოდ მორთული სამტრედია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით წამოწყებული საახალწლო ღონისძიებები “ახალი წლის დღეები საქართველოში”, რომელმაც უკვე ტრადიციის სახე მიიღო, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში წელსაც გაიმართება.