ვახტანგ ბერიძემ ხულოს საკრებულოს საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ანგარიში რამდენიმე ძირითად მიმართულებას – საფინანსოს, ინფრასტრუქტურას, შესყიდვებს, არქიტექტურას, ზედამხედველობას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ სფეროს მოიცავდა.
“ვახტანგ ბერიძემ, ანგარიშის პრეზენტაციისას, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და ღონისძიებებზე ისაუბრა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიის მიერ დაგეგმილი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, ტელევიზიის, და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.