ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე 24 დეკემბერს საზეიმოდ აინთება

24 დეკემბერს, ქუთაისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, საახალწლო პროგრამა 15:00 საათზე დაიწყება.
“ცენტრალურ მოედანზე გაიმართება საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, შეძლებთ დააგემოვნოთ გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი;
აქვე იქნება საბავშვო სივრცე: პატარებს შეასწავლიან საახალწლო სათამაშოების დამზადებას, გაართობენ ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა კი საჩუქრებს დაურიგებს.
მოეწყობა ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა.
16:00 საათზე ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი დაიწყება ;
18:30 საათზე ნიკო ქაჯაიას კონცერტზე გეპატიჟებით.
20:00 საათზე საზეიმოდ აინთება ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე.
24 დეკემბრის საახალწლო ღონისძიებები დასრულდება ჯგუფი “New One”-ის კონცერტით და ფოიერვერკით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები