ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე “ოცნების” ქალი დეპუტატები “ნაცმოძრაობის” დეპუტატს დაუპირისპირდნენ

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა სხდომაზე გუშინდელი სასამართლო პროცესიდან მიხეილ სააკაშვილის ფოტოები მიიტანეს და განაცხადეს, რომ მის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ოპოზიციის ამ განცხადებაზე “ქართული ოცნების” დეპუტატები გაღიზიანდნენ, რა დროსაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მმართველი პარტიის ქალი დეპუტატები „ნაცმოძრაობის” დეპუტატის, თათია ნიკოლაიშვილის დარბაზიდან გაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.

დაპირისპირება, დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა. საბოლოოდ, ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები