ნინო ლაცაბიძე: დაშავებულები მოვინახულე, მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
დაშავებულები მოვინახულე, მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებს რუსთაველის 13 ნომერთან განუცხადა, სადაც რამდენიმე წუთის წინ კორპუსი ჩამოინგრა.
“ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ვუთხრათ მოსახლეობას და დავამშვიდოთ არის, ის რომ მსხვერპლი არ არის. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ამ კორპუსს უტარდებოდა გამაგრებითი სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოვინახულე, მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავში, რუსთაველის 13 ნომერში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – დაშავდა 2 ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.